მრავლაძე გიორგი კონსტანტინეს ძე

მრავლაძე გიორგი კონსტანტინეს ძე (7. II. 1909, თბილისი, – 28. VI. 1980, იქვე), თეატრის რეჟისორი. საქართვ. ხელოვნ. დამს. მოღვაწე (1950). მუშაობდა რეჟისორის თანაშემწედ თბილ. მუშათა (1926–28) და მოზარდ მაყურებელთა ქართულ (1928–30), ქუთაისის (1931–32) თეატრებში. 1932–33 იყო „სახკინმრეწვის“ კინოფილმის გადამღები ჯგუფის უფროსი. 1934–40 მუშაობდა ტექნიკურ რეჟისორად მარჯანიშვილის თეატრში. 1940–55 იყო ბათუმის თეატრის რეჟისორი, შემდეგ – სალიტ. ნაწილის გამგე. მისი რეჟისორობით დაიდგა სპექტაკლები: პ. კაკაბაძის „ყვარყვარე თუთაბერი“, დ. კლდიაშვილის „ირინეს ბედნიერება“, „დარისპანის გასაჭირი“, შ. დადიანის „ნაპერწკლიდან“, ლ. ტოლსტოის „ცოცხალი ლეში“, ა. ოსტროვსკის „უდანაშაულო დამნაშავენი“, კ. სიმონოვის „მელოდე“, ვ. შკვარკინის „სხვისი შვილი“, ფ. შილერის „ვერაგობა და სიყვარული“ და სხვ.