მრამბა, მდინარე აფხაზეთის არ – ში, მარცხ. მხრიდან, ერთვის კოდორს სოფ. მრამბასთან. სათავეს იღებს კოდორის ქედის ჩრდ. კალთაზე, ზ. დ. 2610 მ-ზე. მდინარის სიგრძეა 14 კმ, აუზის ფართ. –174 კმ2. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლებით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე და ზაფხულში, წყალმცირობა – ზამთარში, წყალმოვარდნა – შემოდგომაზე.