მრგვალი ფშუკუნა (Bovista nigrescens), საჭმელი სოკო გუდაფშუკოვანთა ჯგუფისა (Gastreromycetales). 3–6 სმ დიამეტრის ბურთისებრი ნაყოფსხეული თავდაპირველად თეთრია, შემდეგ – მოშავო, შიგთავსი – თავდაპირველად თეთრი, შემდეგ კი – ჟანგისფერი და ბოლოს – მურა-მოწითალო. იზრდება ტყის პირებზე, მინდვრებსა და მდელოებზე ზაფხულში და შემოდგომით. საკვებად გამოიყენება მხოლოდ ნორჩი ნაყოფი.
ი. ნახუცრიშვილი