მრევლიშვილი მიხეილ ნიკოლოზის ძე

მ. ნ. მრევლიშვილი 

მრევლიშვილი მიხეილ ნიკოლოზის ძე [19. VIII (1.IX). 1904, ონი, – 1. III. 1980, თბილისი], მწერალი, ეკონომისტი. 1924-იდან სწავლობდა თსუ-ის ეკონ. ფაკ-ტზე. 1928 მწერალთა კავშირმა სასწავლებლად მიავლინა მოსკოვში, ჟურნალისტიკის ინ-ტში, მაგრამ სასწავლებლის რეორგანიზაციის გამო, იძულებული გახდა, სწავლა გაეგრძელებინა საგეგმო-ეკონ. ინ-ტში, რ-იც 1930 დაამთავრა. 1930–40 მუშაობდა მოსკ. სამშენებლო ტრესტსა და საქართვ. „სოფლპროექტში“. 1945-იდან იყო საქართვ. რესპ. ხელოვნების მუშაკთა სახლის დირექტორის მოადგილე, 1959–62 – საქართვ. თეატრ. საზ-ბის თავ-რე, 1962–69–გაზეთ „ლიტერატურნაია გრუზიას“ მთ. რედაქტორი. მისი პირველი რომანი „ინონი“ გამოქვეყნდა ჟურნ. „მნათობში“ (1926). ავტორია მოთხრობისა „ხარატაანთ კერა“ (1948), რომანისა – „საბედისწერო მოსახვევი“ (1964) და სხვ. მ. ინტენსიურად მუშაობდა დრამატურგიაში. ნ. ბარათაშვილისა და ა. გრიბოედოვის ტრაგიკულ ცხოვრებას ასახავს მისი პიესები: „ბედი მგოსნისა“ (1945) და „მგზნებარე მეოცნებე“ (1957). -ს ეკუთვნის ნოველები, ლიტ.-პუბლიც. წერილები, რ-ებშიც თანამედროვეობის მწვავე სოც. მოვლენებია ასახული. მისი ნაწარმოებები თარგმნილია უცხოურ ენებზე. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.

თხზ.: თხზულებანი ორ ტომად, თბ., 1971–74; მოთხრობები, თბ., 1981.

ლიტ.: მწერალთა ავტობიოგრაფიები. წგ. 2, თბ., 2013.

დ. თევზაძე