მრელაშვილი ლადო ლევანის ძე

ლ. მრელაშვილი 

მრელაშვილი ლადო ლევანის ძე (8. III. 1926, იყალთო, ახლანდ. თელავის მუნიციპალიტეტი, – 1. IX. 2006, თბილისი), მწერალი. 1950 დაამთავრა ა. პუშკინის სახ. პედ. ინ-ტის ქართ. ენისა და ლიტ-რის ფაკ-ტი. პირველი ლექსი „ლაზი ვიყავ და ლაზი ვიქნები“ გამოაქვეყნა გაზეთ „ახალგაზრდა კომუნისტში“ 1948, პირველი წიგნი – პოემა „ზარი სამგორში“ – 1955. -ის ყველაზე გახმაურებული რომანია „ყაბახი“ (1969–78), რ-შიც მხატვრულადაა განზოგადებული XX ს. 60-იანი წლების სოფლის ცხოვრება. მის „იყალთოელ ბიჭებს“ (2024) ქართველი ტომ სოიერი უწოდეს.

მ. ავტორია პროზაული და პოეტური კრებულებისა: „ლექსები“ (1959), „განკვეთილი სადავე“ (1970), „თავგადასავალი სამი ღამისა“ (1971), „გზები სავსეა მოულოდნელობებით“ (1973) და სხვ. მისი ნაწარმოებები თარგმნილია უცხოურ ენებზე.

მიღებული აქვს ღირსების ორდენი (1996).

დაკრძალულია მწერალთა და საზ. მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

თხზ.: მუცოს, თორღვაის კარზედა, თბ., 1988; რჩეული თხზულებანი 2 ტომად, თბ., 1990–1992; და შეჰქმნა ღმერთმან კაცი, თბ., 2002.

ი. აბაშიძე