მსაჯულთშეკრებულობა

მსაჯულთშეკრებულობა („საქართველოს მსაჯულთა შეკრებულება“), მდივანბეგებისგან შემდგარი სასამართლო კოლეგია, რ-იც XVIII ს. ბოლოდან მოქმედებდა ქართლ-კახეთის სამეფოში. სამეცნ. ლიტ-რაში გამოთქმული მოსაზრების მიხედვით მ-ის შემოღების თარიღია 1778, რაც დოკუმენტურად არ დასტურდება (მ. კეკელია).

ქართლისა და კახეთის, ასევე თბილ. მდივანბეგები ზოგიერთ საქმეს ერთობლივად, კოლეგიური შემადგენლობით განიხილავდნენ. ასეთი კოლეგიური სასამართლო საერთო სახელწოდებით -დ ან „საქართველოს მსაჯულთა შეკრებულებად“ მოიხსენიებოდა.

. განიხილავდა როგორც სისხლის, ისე სამოქალაქო სამართლის საქმეებს. 1782 დოკუმენტის მიხედვით, . არჩევს მკვლელობის საქმეს, რ-ზეც წინასწარი გამოძიება თვითონ ერეკლე II-ს (1720–98) ჩაუტარებია. სამართლის ისტორიის წყაროების მიხედვით, დარეჯან დედოფალი (1738–1807), როგორც მოსამართლე, ზოგიერთი დავის გარჩევას -დ წოდებულ მდივანბეგთა სასამართლოს ავალებს.

-ის განაჩენის თუ გადაწყვეტილების ბედი ზოგჯერ ფიცს უნდა გადაეწყვიტა. თუ მხარე ვერ დაიფიცებდა, განაჩენი (გადაწყვეტილება) კვლავ სასამართლო განხილვას დაექვემდებარებოდა.

ლიტ.: კეკელია მ., სასამართლო ორგანიზაცია და პროცესი საქართველოში რუსეთთან შეერთების წინ, წგ. 1, თბ., 1970.

ი. უჯმაჯურიძე