მსუქანასებრნი

მსუქანასებრნი (Crassulaceae), ორლებნიან მცენარეთა ოჯახი. ბალახები და ბუჩქბალახებია. წვნიანი ღერო და ხორცოვანი ფოთლები აქვთ. -თა მეტი წილი სუკულენტია. მრავალი მათგანი ადვილად მრავლდება ვეგეტატიურად (უბის კვირტებით, ფოთლის დაფესვიანებით ან ღეროს პატარა ნაწილებით), ზოგიც ცოცხლადმშობი მცენარეა. ოჯახში 1400-მდე სახეობაა. უმრავლესობა გავრცელებულია სამხრ. აფრიკაში, მექსიკასა და ხმელთაშუაზღვისპირეთში, მშრალ და ქვიან ადგილებში. საქართველოში გვხვდება 27 სახეობა, რ-თა უმეტესობა თავმოყრილია კლდისდუმასა და კლდისვაშლას გვარებში. -თა ბევრ სახეობას დეკორატიულ მცენარედ იყენებენ.