მსხალგორის ქედი, ქედი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, კახეთის კავკასიონის სამხრ. განშტოება. გადაჭიმულია ჩრდ. აღმ-იდან სამხრ.-დას-კენ და წარმოადგენს მდ-ების – ბაისუბნისა და კაბალის (ალაზნის მარცხ. შენაკადები) წყალგამყოფს. აგებულია იურული კირქვებით, მერგელებით, თიხებით. მისი ყველაზე მაღალი წერტილის სიმაღლეა ზ. დ. 2204 მ. ქედი წარმოადგენს ლაგოდეხის ნაკრძალის დას. საზღვარს. მისი კალთები შემოსილია მდიდარი და მრავალფეროვანი ტყით.