მსხალდიდის ქედი

მსხალდიდის ქედი, თრიალეთის ქედის აღმოსავლეთ განშტოება, მდ-ების – დიღმისწყლისა და ვერის წყალგამყოფი, მდებარეობს თბილისის დას-ით, წოდორეთის მერიდიანის აღმ-ით. ცნობილია ლისის ქედის სახელწოდებით. აგებულია ძირითადად ზედაეოცენური თაბაშირიანი თიხებითა და ქვიშაქვებით. ქედის სამხრ. კალთა ღრმად არის დანაწევრებული მდ. ვერის მარცხ. შენაკადებით. მ. ქ-ის დას. ნაწილი ტყიანია, აღმ-ით ჯაგეკლიანი ბუჩქნარი და ბალახეული ჭარბობს, ხშირია ხელოვნური ტყეები. ქედზე გაშენებულია სოფ. მსხალდიდი. ვახუშტი ბატონიშვილი თავის ნაშრომში „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ წერს: „ლისის ტბის დასავლეთით მთა სხალდიდისა. კეთილი აგარაკი და შვენიერი ყოვლითა.“