მსხალი

მსხალი

მსხალი (Pyrus), ხეხილოვანი მცენარის გვარი ვარდისებრთა ოჯახისა. ცნობილია 60-მდე სახეობა, საქართველოში გვხვდება 11. -ის მნიშვნელოვანი სახეობებია (საიდანაც შეიქმნა კულტ. ჯიშები): P. communis – ველურად იზრდება ევროპაში, დას. და შუა აზიაში; P. nivalis – ევროპასა და აზიაში; P. boissieriana – შუა აზიასა და ირანში; კორჟინსკის მ. (P. korshinskyi) – შუა აზიაში; P. serotina – აღმ. აზიაში; უსურიული მ. (P. ussuriensis) – შორეულ აღმ-ში, ჩრდ.-აღმ. ჩინეთსა და კორეის ნ.-კ-ზე არის -ის დეკორ. სახეობაც. მისი კულტ. ჯიშები განირჩევა სიცოცხლის ხანგრძლივობით (200 წლამდე). ხის სიმაღლე 15–20 აღწევს, ვარჯი პირამიდულია, ფესვი – მთავარღერძიანი და ნაკლებდატოტვილი, ფოთოლი – კვერცხისებრი, მუქი მწვანე, პრიალა და დაკბილული, ყვავილი – თეთრი (იშვიათად – ვარდისფერი ან წითელი), ნაყოფი – სხვადასხვა ფორმის, ყვითელი, მწვანე ან ლოყაწითელი, ძალიან წვრილი (25 ) ან მსხვილი (300 და მეტი). მცენარე სინათლის მოყვარულია, ნაკლებად გვალვაგამძლე. ყინვაგამძლეობით ჩამორჩება ვაშლსა და ალუბალს; იზრდება მრავალგვარ ნიადაგზე (გარდა ქვიშიანი, ბიცობი და დამლაშებული ნიადაგისა), უკეთ ხარობს შავმიწა და წაბლა ნიადაგებზე. ჯიშების უმეტესობა ჯვარედინად იმტვერება. სწრაფმზარდ საძირეზე ნამყენი . მსხმოიარობას იწყებს 5–6 წლიდან და მეწლეობა ნაკლებად ახასიათებს. აგროტექნიკის დაცვის შემთხვევაში ნაყოფს იყენებენ ნედლად, გამხმარს, ამზადებენ წვენს, ღვინოს, კომპოტს, ჩაის, ცუკატს და სხვ. კულტ. -ის საძირეა პანტა, ბერყენა, კომში. მისი ზოგიერთი სახეობის მერქანს იყენებენ დურგლები და ხარატები, ამზადებენ მუს. ინსტრუმენტებს.

. უძველესი კულტურაა. ცნობილია 5000-მდე ჯიში, საქართველოში – 150-მდე. მოსავლიანობა საშუალოდ 1 ჰა-ზე არის 5 ტ. განარჩევენ -ის ზაფხულის, შემოდგომისა და ზამთრის ჯიშებს. საქართველო -ის წარმოშობის ერთ-ერთ კერად ითვლება, აქ გავრცელებულ ადგილობრივ ჯიშებს ყოფენ გულაბად, პანტად, კალოს -ად და ხეჭეჭურად. მრავლდება მყნობით, თესლით (სელექციაში ახალი ჯიშის გამოსაყვანად). მავნებლებია: ტკიპა, ნაყოფჭამია, ფსილა, ბაღლინჯო, ხერხია, კოკრიჭამია, ცხვირგრძელა და სხვ.; დაავადებები: -ის ჟანგა, ქეცი, ნაცარა, სიდამპლე და სხვ. 2008-იდან ვაზისა და ხეხილის სარგავი მასალის წარმოების ეროვნ. ცენტრის (2014-იდან სოფლის მეურნეობის სამეცნ.-კვლ. ცენტრი) ჯიღაურას ექსპერ. ბაზის მიერ საქართველოში შემოტანილია -ის სხვადასხვა ჯიში: აბატი ფეტელი და წითელი ვილამსი (საფრანგეთი), კარმენი და სანტა მარია (იტალია), კონკურენსი (ინგლისი). -ის ახ. ჯიშები გასავრცელებლად რეკომენდებულია მეხილეობის სამრეწვ. რეგიონებში, შეზღუდულად გავრცელებისათვის – სამოყვარულო მეხილეობაში (საკარმიდამო ნაკვეთებზე).

ლ. გოგინავა

შ. დიასამიძე