მსხალიჭასებრნი

მსხალიჭასებრნი (Pyrolaceae), ორლებნიან მცენარეთა ოჯახი. მარადმწვანე მრავალწლოვანი ფესურიანი ბალახებია. აქვთ ყვავილედებში თავმოყრილი, იშვიათად ეული ორსქესიანი ყვავილები და მრავალთესლიანი კოლოფა ნაყოფი. ოჯახში 4–5 გვარის 45-მდე სახეობაა. გავრცელებულია ჩრდ. ზომიერ და ცივ სარტყლებში; სამხრ-ით მექსიკამდე და კარიბის ზღვის კუნძულებამდე აღწევენ. საქართველოში იზრდება ამ ოჯახის 6 სახეობა.