მსხვილი თეთრი ღორი, უნივერსალური პროდუქტიულობის მსხვილი მალმწიფადი ღორის ჯიში. გამოყვანილია XIX ს. ინგლისში ადგილ. გვიანმწიფადი ღორების მალმწიფად ჩინურ., ნეაპოლურ და პორტუგალიურ ღორებთან რთული შეჯვარებით. სსრკ-ში მ. თ. ღ-ის ჯიში შეიქმნა ხანგრძლივი სანაშენე მუშაობის შედეგად და არსებითად ახ. სამამულო ჯიშად ითვლებოდა, რ-იც სამნაირი ტიპის იყო: სახორცე, სახორცე-საქონე (უმეტესობა) და საქონე. ზრდასრული კერატი იწონიდა 300–350 კგ, ნეზვი – 200–250 კგ, ნაყოფიერება – 10–12 გოჭი ყოველ დაყრაზე. ინტენსიური სუქებისას 6 თვის მოზარდეული 100 კგ იწონიდა. მ. თ. ღ. საქართველოში პირველად XIX ს. I ნახ-ში შემოიყვანეს (ზესტაფონი, ბორჯომი, სურამი). ამ ჯიშს აშენებდნენ სანაშენე მეურნეობასა და ფერმაში, რ-საც ხელმძღვანელობდა 2 სახელმწ. ჯიშთსაშენი.