მულხრა, მულხურა, მდინარე მესტიის მუნიციპალიტეტში, ენგურის მარჯვ. შენაკადი. სიგრძე – 27 კმ, აუზის ფართობი – 435 კმ2. სათავეს იღებს სვანეთის კავკასიონის მთავარი ქედის სამხრ. კალთაზე, ტვიბერის მყინვარიდან. მდ. ენგურს ერთვის სოფ. კვანჭიანის მახლობლად. საზრდოობს მყინვარული, თოვლის ნადნობი, წვიმისა და მიწისქვეშა წყლებით. წყალდიდობა იცის აპრილიდან ოქტომბრამდე, წყალმცირობა – ოქტომბრიდან აპრილამდე, ნოემბრის ბოლოდან მარტის დასრულებამდე – ყინულნაპირისი და თოში.
ი. აფხაზავა