მუნასიბი

მუნასიბი, ძველი ქართული ექსპრომტი (ი. ჭავჭავაძის ტერმინოლოგიით „სახელდახელო“), მოკლე, ჩვეულებრივ რამდენიმესტრიქონიანი ლექსი, წარმოთქმული ან დაწერილი უცებ, წინასწარ მოუფიქრებლად რაიმე კონკრეტული შემთხვევის გამო. -ს საფუძვლად უდევს მახვილგონივრული აზრი. იგი უმეტესად სახუმარო და სატირულია, ზოგჯერ კი ვინმეს შექებაა. ცნობილია პ. იაშვილის -ები. . განსაკუთრებით გავრცელებულია ფშავში, სადაც დღესაც შენარჩუნებულია ზეპირი პოეტური იმპროვიზაციის ტრადიციები. იქ მას კაფიას უწოდებენ.

გ. მიქაძე