მუნიციპალიტეტი

მუნიციპალიტეტი, თვითმმართველი ტერიტორიულ-ადმინისტრაციული ერთეული, რომელსაც მართავს კოლეგიალური ორგანო. . არის როგორც თვითმმართველი ქალაქი (დასახლება), ისე თვითმმართველი თემი (დასახლებათა ერთობლიობა). ის შეიძლება დაიყოს ადმინ. ერთეულებად, აქვს ადმინ. საზღვრები და ადმინ. ცენტრი, აგრეთვე არჩევითი – წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი – ორგანოები, საკუთარი ქონება, ბიუჯეტი, შემოსავლები.

. საჯარო სამართლის იურიდ. პირია. მის რეგისტრაციას ახორციელებს საჯარო რეესტრის ეროვნ. სააგენტო.

-ს აქვს გერბი და დროშა, შესაძლებელია ჰქონდეს სხვა სიმბოლოებიც. მის უფლებამოსილებათა განსახორციელებლად, სამართლებრივი, საფინანსო-ეკონ. და ორგანიზაციული პირობების შექმნას უზრუნველყოფს სახელმწიფო. -ს აქვს საკუთარი და დელეგირებული უფლებამოსილებები. სახელმწიფომ ან ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ორგანომ -ს შეიძლება გადასცეს ის უფლებამოსილებები, რ-თა განხორციელებაც ადგილობრივ დონეზე უფრო ეფექტიანია.

-ების შესახებ ზოგადი მონაცემების ერთიანი აღნუსხვის მიზნით იქმნება მათი რეესტრი. საჯარო რეესტრის ეროვნ. სააგენტოს მ-ების რეესტრის მონაცემებით, საქართველოში დღეისათვის (14. II. 2025) რეგისტრირებულია 69 მ.

ი. უჯმაჯურიძე