მუნჯი კინო, კინემატოგრაფის ნაირსახეობა, რომელსაც არა აქვს სინქრონიზებული ხმის ჩანაწერი (ხმოვანი დიალოგი). ჩვეულებრივ გამოიყენება როგორც ისტ. ტერმინი კინემატოგრაფის ეპოქის („მუნჯი კინოს ეპოქა“) აღსაწერად, რ-იც დაიწყო 1895 – ლიუმიერების პირველი კომერციული სეანსით და დასრულდა 1927 – პირველი ხმოვანი მუს. ფილმის – „ჯაზის მომღერლის“ ეკრანებზე გამოსვლით. მრავალ სხვა ენაში მიღებულია ტერმინი „უხმო კინო“. მ. კ-ს ეპოქაში ფილმის დემონსტრირებას ყოველთვის თან ახლდა ცოცხალი მუსიკა (ტაპიორი, მცირე ან დიდი ორკესტრი). მ. კ-ში თხრობა და ემოციები გადმოცემულია ვიზუალურად, ძირითადი დიალოგები – შუალედური ტიტრების მეშვეობით. მ. კ-ს ეპოქა იყო ძიებებითა და მხატვრული სიახლით აღსავსე ნაყოფიერი პერიოდი. ამ დროს შემუშავდა საეკრანო ხელოვნების სპეციფ. გამომსახველობითი საშუალებები, ჩამოყალიბდა კინოენა, აღმოცენდა სხვადასხვა სკოლა და მიმდინარეობა. 1915 გ. გოგიტიძემ ჩამოაყალიბა საკუთარი კინოფირმა. მისივე თაოსნობით 1916 ა. წუწუნავამ ე. ნინოშვილის მოთხრობა „ქრისტინეს“ მიხედვით გადაიღო პირველი მხატვრული ფილმი (პრემიერა შედგა 1919).
(იხ. აგრეთვე სტატია კინოხელოვნება).
მ. კერესელიძე