მუნჯუხი

მუნჯუხი, მთა დუშეთისა და ახალგორის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვარზე, ლომის-ალევის ქედზე, მდ. ცხრაძმულის (ქსნის მარცხ. შენაკადი) სათავეში. ზ. დ. 2685 . აგებულია იურული თიხაფიქლებითა და ქვიშაქვებით. აქვს დამრეცი კალთები. შემოსილია სუბალპ. მდელოებით.

დ. უკლება