ბუსუსტანა

ბუსუსტანა

ბუსუსტანა (Antennaria), მცენარეთა გვარი რთულყვავილოვანთა ოჯახისა. მრავალწლოვანი ბალახები ზოგჯერ ნახევრად ბუჩქებია. გვარი აერთიანებს 100-მდე სახეობას, რ-ებიც უმთავრესად გავრცელებულია ზომიერ და არქტიკულ სარტყლებში (გარდა აფრიკისა). საქართველოში არის მარტო ერთი სახეობა – A. caucasica (A. dioica); ორსახლიანი ქეჩისებრ შებუსული მცენარეა. მისი ღეროს სიმაღლე 5–25 სმ აღწევს. ფესვთანური ფოთლები ნიჩბისებრია, ღეროსეული – ხაზური. ინდივიდების ნაწილს მხოლოდ ბუტკოიანი, ვარდისფერი ყვავილები აქვს, ნაწილს – ორსქესიანი, უნაყოფო, ფერად მოვარდისფრო-თეთრი. იზრდება მშრალ ფერდობებზე, მინდვრებსა და ნათელ ტყეებში. სამკურნალო და დეკორ. მცენარეა.

                                                                                                                                  მ. გურგენიძე