ლიპარტელიანი ეთერ გიორგის ასული

ე. ლიპარტელიანი

ლიპარტელიანი ეთერ გიორგის ასული (დ. 23. IX. 1999, ლენტეხი), სპორტსმენი, (ძიუდო). პირველი ქართველი  ძიუდოისტი  ქალი, რომელმაც  მსოფლიოს  ჩემპიონის წოდება მოიპოვა.

    მსოფლიოს (2025) და ევროპის (2026) ჩემპიონი, ევროპის ჩემპიონატების მეორე (2025) და ორგზის მესამე (2022; 2024) პრიზიორი.  შერეულ გუნდურ შეჯიბრებაში − მსოფლიოს ჩემპიონი (2025) და  მესამე პრიზიორი (2023), მესამე ევროპული თამაშების გამარჯვებული (2023), ევროპის ჩემპიონი (2021, 2025)  და მეორე პრიზიორი (2024). ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს (2019) და ევროპის (2019) ჩემპიონი, ევროპის თასის მფლობელი (2019). 23 წლამდელებს შორის ევროპის ჩემპიონი (2019). ევროპის ზაფხულის XIII ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის (2015, თბილისი) გამარჯვებული. მრავალი საერთაშ. ტურნირის გამარჯვებული და პრიზიორი. დაამთავრა საქართვ.  ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწ.  სასწ.  უნ-ტი (სსიპ).