ენდლერი ადოლფ

ენდლერი (Endler) ადოლფ (10. IX. 1930, დიუსელდორფი, – 2. VIII. 2009, ბერლინი), გერმანელი მწერალი და მთარგმნელი. მის შემოქმედებაში თვალსაჩინო ადგილი უჭირავს საქართველოს თემას. რ. კირშთან ერთად თარგმნა ქართ. პოეზიის ნიმუშები ანთოლოგიისათვის – „რვასაუკუნოვანი ქართული პოეზია", რ-იც 2-ჯერ გამოიცა (1971 და 1974). ე-მა წიგნს წაუმძღვარა ვრცელი წერილი „ცდა ქართულ პოეზიაზე". 1976 გამოაქვეყნა მოგზაურობის, მოგონებებისა და შთაბეჭდილებების წიგნი „საქართველოს შესახებ თხრობის ორი ცდა".

ნ. კაკაბაძე