ემსჰაიმერი ერნსტ

ე. ემსჰაიმერი

ემსჰაიმერი (Emsheimer) ერნსტ (15. I. 1904, მაინის ფრანკფურტი, – 1989, სტოკჰოლმი), ფოლკლორისტი, ეთნოგრაფი, საკრავთმცოდნე. წარმოშობით გერმანელი. სწავლობდა ვენისა და ფრაიბურგის უნ-ტებში (გ. ადლერის, ვ. ფიშერის, ვ. გურლიტის, ჰ. ბესელესის ხელმძღვანელობით). 1932–36 მუშაობდა ლენინგრადის მეცნ. აკად. ანთროპოლოგიისა და ეთნოგრაფიის განყ-ბაში. ამ პერიოდში მისი კვლევის საგანი იყო კავკ. ხალხთა მუს. შემოქმედება. კერძოდ, ე-მა შეისწავლა, გაშიფრა და ნოტებზე გადაიტანა ოსური (100-ზე მეტი) და გურული (30) ხალხური სიმღერა. სწავლობდა მონღოლურ, იუგოსლავიურ, ალბანურ, აფრიკულ, ციმბირის ხალხ. მუსიკას. შეაგროვა ხალხ. მუს. საკრავების კოლექცია (ერთ-ერთი უდიდესი მსოფლიოში). 1961-იდან ი. შტოკმანთან ერთად გამოსცემდა „ევროპული სამუსიკო საკრავების სახელმძღვანელოს", დაინტერესებული იყო მრავალხმიანობის საკითხებით. 1937 ხელმძღვანელობდა ჩრდ. კავკასიაში ჩატარებულ ფოლკლორულ ექსპედიციას. მრავალხმიანობის საკითხებს მიუძღვნა შრომები: „ზოგიერთი შენიშვნა ევროპულ ხალხურ მრავალხმიანობაზე" (1964) და „ქართული ხალხური მრავალხმიანობა" (1967).

ნ. კალანდაძე