„ელფი“, გამომცემლობა, დაარსდა 1996 წ. (დამფუძნებელი და დირექტორი – თ. დიდებულიძე). გამომცემლობის ძირითადი პრიორიტეტებია: მხატვრული ლიტერატურა, საბავშვო ლიტერატურა, ენციკლოპედიები, ლექსიკონები, საგანმან. ინოვაციები. აღსანიშნავია პროექტი – „მსოფლიო ლიტერატურის კლასიკოსები", საბავშვო ლიტერატურის სერია: „ჩემი პირველი..." (ჩემი პირველი ბიბლია, ცხოველების წიგნი, იგავ-არაკების წიგნი და ა.შ.), „ელფის პატარა მკითხველს" და „რა არის რა". „ე-ის" გამოცემული ენციკლოპედიებიდან აღსანიშნავია „მსოფლიო ლიტერატურის ენციკლოპედია" და „საქართველოს დიდი ბრძოლები". „ე-ის" პროდუქცია გამოირჩევა მაღალი პოლიგრ. დონით. „ე." იყო პირველი ქართული გამომცემლობა, რ-მაც 1997 ფრანკფურტის წიგნის საერთაშ. ფესტივალზე საავტორო უფლება გაყიდა. ქართ. სამზარეულოს წიგნის გამოცემისათვის „ე." 2001 საერთაშ. ასოციაცია Gourmand Word Cookbook Awards-მა დააჯილდოვა. გამომცემლობის წიგნები ყოველწლიურადაა წარდგენილი ფრანკფურტის წიგნის მსოფლიო ფესტივალსა და ბოლონიის საბავშვო წიგნების გამოფენაზე.