ელისაშვილი ვლადიმერ ილიას ძე

ელისაშვილი ვლადიმერ ილიას ძე (დ. 29. V. 1944, ოლოვიანაია, ჩიტას ოლქი, რუსეთი), ბიოლოგი. ბიოლ. მეცნ. დოქტორი (1993), პროფესორი (1996). 1970 დაამთავრა ლენინგრადის სახელმწ. უნ-ტის ბიოლოგიის ფაკ-ტი. 1983–89 მუშაობდა ს. დურმიშიძის სახ. ბიოქიმიისა და ბიოტექნოლოგიის ინ-ტში უფროს მეცნ. თანამშრომლად. 1989-იდან ამავე ინ-ტის მცენარეული სუბსტრატების ბიოკონვერსიის ლაბორ. ხელმძღვანელია. ე-ის კვლევის ძირითადი მიმართულებაა: უმაღლესი ბაზიდიომიცეტების ფიზიოლოგია, ბიოქიმია, ბიოტექნოლოგია; ლიგნოცელულაზური ფერმენტების ბიოსინთეზი; ბიოლოგიურად აქტ. ნაერთების წარმოქმნა მცენარეული ნედლეულის ბიოკონვერსიის გზით; იაფი კონკურენტუნარიანი ტექნოლოგიების შემუშავება.

ი. ჯაფარიძე