დანდური

დანდური (Portulaca), ბალახოვან მცენარეთა გვარი დანდურისებრთა ოჯახისა, აერთიანებს 240-ზე მეტ სახეობას, რ-ებიც გავრცელებულია დედამიწის ორივე ნახევარსფეროს ტროპიკებსა და სუბტროპიკებში. საქართველოში გვხვდება 1 სახეობა – P. oleracea, რ-იც გავრცელებულია უმთავრესად მთის ქვედა სარტყლის დანაგვიანებულ ადგილებსა და მდინარეთა ნაპირებზე. დ. ერთწლოვანი მცენარეა, აქვს მიწაზე გართხმული, იშვიათად წამოწეული, ხშირად ძირიდანვე დატოტვილი ხორცოვანი ღერო და ფოთლები, წვრილი ყვითელი ყვავილები. აბეზარი სარეველაა. ნორჩი ღეროსა და ფოთლებისგან ამზადებენ მხალსა და მწნილს.

მ. გურგენიძე