დანიელი

დანიელი, აფხაზეთის (დას. საქართველოს) კათოლიკოსი XIV ს. 80-იან წლებში.

იერუსალიმის ჯვრის მონასტრის აღაპებში XIV ს. 80–90-იან წლებში შეტანილია „დანიელ აფხაზთა კათალიკოსისა" და მისი შვილის, გიორგი ჭყონდიდლის (რ-იც აქვე მოღვაწეობდა) საერთო აღაპი და მოსახსენიებელი.

ლიტ.: კ ა კ ა ბ ა ძ ე  ს., აფხაზეთის კათალიკოზი დანიელი, წგ.: წვრილი შტუდიები საქართველოს ისტორიის საკითხების შესახებ, ტფ., 1914; მ ე ტ რ ე ვ ე ლ ი ე., მასალები იერუსალიმის ქართული კოლონიის ისტორიისათვის (XI–XVII სს.), თბ., 1962.