დანილოვის ელჩობა, კახეთში 1585, რუსეთის სამეფოს ელჩობა კახეთის სამეფოში.
1585 ასტრახანის ვოევოდამ რუს. მთავრობის მითითებით კავკასიაში გამოგზავნა ელჩობა, რ-საც მეთაურობდა რუსი დიპლომატი, ასტრახანელ მეთოფურთა ასისთავი, თარჯიმანი რუსინ დანილოვი.
დ. ე-ს ევალებოდა შეესწავლა საქართველოსაკენ მომავალი გზები და თვით ქვეყანა. ელჩებმა კახეთის მეფე ალექსანდრე II-ს გადასცეს რუს. მეფის თედორე ივანეს ძის წერილი, რ-ითაც იგი მეფეს პოლიტ. კავშირსა და მფარველობას სთავაზობდა.
ალექსანდრემ, ელჩების რჩევით, რუსეთში საპასუხო ელჩობა გაგზავნა იოაკიმე მღვდლის, კირილე ბერისა და ჩერქეზ ხურშიტას შემადგენლობით.
ლიტ.: ბ ე რ ძ ე ნ ი შ ვ ი ლ ი ნ., საქართველოს ისტორიის საკითხები, წგ. 4, თბ., 1967.
ვ. მაჭარაძე