დანინა

დანინა, დ ა ნ ა ნ ა, დ ა ნ ა, ქართული წარმართული პანთეონის ღვთაება, რ-ის კერპთმსახურება ლეონტი მროველის მიხედვით მეფე საურმაგმა, ხოლო "მოქცევაჲ ქართლისაჲს" თანახმად, მეფე მირიანმა შემოიღო.

აინინას მსგავსად, მისი კერპიც აღუმართავთ „გზასა ზედა მცხეთისასა". ქართ. საისტ. წყაროებში დ-ს სქესისა თუ საკულტო ფუნქციის შესახებ რაიმე მინიშნება არ შემონახულა. ამ სამეფო კერპის შემოღების მიზეზების და ქართლის მთავარ ღვთაებებთან (არმაზთან, ზადენთან ) დამოკიდებულების გარკვევა არ ხერხდება. შესაძლოა, იგი ქართვ. ტომთა უძველეს ღვთაებებს განეკუთვნებოდა. თუმცა მისი კავშირი არც არაქართ. სამყაროსთანაა გამორიცხული.

სახელწ. „დ". მსგავსებას ავლენს მცირეაზიულ ტომობრივ და გეოგრ. სახელწოდებებთან: „დანუნა" (dan), „ადანა" (adn), „დანაი" (dny), მაგრამ დ-ს დაკავშირება მათთან არ ხერხდება (ნ. მარის აზრით, „დანანა" განსახილველია როგორც კავშირი „და", შეზრდილი არაირანული ღვთაების „ნანას" სახელთან, რაც ივ. ჯავახიშვილს სარწმუნოდ არ მიაჩნდა.

ლიტ.: საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 1, თბ., 1970; ჯ ა ვ ა ხ ი შ ვ ი ლ ი ივ., თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 1, თბ., 1979.

გ. გიორგაძე