დარაქოი

დარაქოი, სოფელი წალკის მუნიციპალიტეტში (ქვემო ქართლის მხარე), წალკის ქვაბულში, მდ. ქციის მარცხ. ნაპირას, იმ ადგილას, სადაც მდინარე ერთვის წალკის წყალსაცავს. სათავო სოფელი. ზ. დ. 1540 მ, წალკიდან 12 კმ. 814 მცხ. (2002).

სოფლის ტერიტ. დასახლებული იყო ადრინდ. შუა და გვიანდ. ფეოდ. ხანაში, რაზეც მიუთითებს გვიან გადაკეთებული ეკლესიის არქიტ. დეტალები და სასაფლაო. ეკლესიაზე იყო ქართ. წარწერა, რ-ის კვალი აღარ ჩანს. სოფლის ახლანდ. მცხოვრებნი სომხები არიან, მათი წინაპრები აქ XIX ს-ში დასახლდნენ.

დ. ბერძენიშვილი