დარბაზული ეკლესია, საეკლესიო ნაგებობის ერთ-ერთი სახეობა. ჩვეულებრივ შედგება საკურთხევლისა და ერთი ნავისაგან, რ-იც გადახურულია ორკალთიანი სახურავით და ზოგჯერ ეგვტერები და გარშემოსავლელიც აქვს.
არის ისეთი დ. ე-ებიც, რ-ებსაც თანაბარი სიმაღლის ნავები ან რამდენიმე მაღალი უსარკმლო შუა ნავი აქვთ. აღორძინების ეპოქიდან ევროპაში დ. ე-ებს თითქმის აღარ აშენებდნენ.
საქართველოში გავრცელებული დ. ე. ერთნავიანია.
იხ. ერთნავიანი ეკლესია.