დარბინიანი ლეონ ოჰანეზის ძე

დარბინიანი ლეონ ოჰანეზის ძე (10. IV. 1905, სოფ. ალასტანი, ახლანდ. ახალქალაქის მუნიციპალიტეტი, – 28. XII. 1943, ქ. ჟიტომირი), საბჭ. კავშირის გმირი (10. I. 1944, სიკვდილის შემდეგ). პოლკოვნიკი.

1924-იდან მსახურობდა საბჭოთა არმიაში. II მსოფლიო ომის დროს მეთაურობდა გვარდიის სატანკო არმიის მექანიზებულ ბრიგადას. კიევის, ჟიტომირის, შევჩენკოს და სხვა ქალაქებისა და დასახლ. პუნქტების განთავისუფლებისათვის გამოჩენილი მამაცობისათვის მიენიჭა საბჭ. კავშირის გმირის წოდება.

გარდაიცვალა ბრძოლის დროს მიღებული მძიმე ჭრილობისაგან. დაკრძალულია ქ. ჟიტომირში.

მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები, მ. შ. საბრძოლო ორდენები და მედლები.

ტ. ჩინჩილაკაშვილი