„დარიალი“

„დარიალი“, მხატვრულ-ლიტერატურული ალმანახი, გამოდიოდა თბილისში 1925 (№1 ოქტ.-ნოემბ.).

"დ-ში" იბეჭდებოდა დ. გაჩეჩილაძის, კ. ლორთქიფანიძის, ნ. ჩაჩავას, ს. ჩიქოვანის, გ. მდივნის, შ. რადიანისა და სხვათა ლექსები, მოთხრობები, თარგმანები და ლიტ.-კრიტ. წერილები.

სარედაქციო კოლეგიაში შედიოდნენ ვ. ბახტაძე, კ. კალაძე, ვ. ჟურული, ბ. ჟღენტი, დ. ცაგარელი, გამომცემელი – ჟურნ. „მნათობი".

ი. ლორთქიფანიძე