დარსაველიძე ამირან შალვას ძე

დარსაველიძე ამირან შალვას ძე (დ. 29. XII. 1932, ქუთაისი), კინორეჟისორი. საქართვ. ხელოვნ. დამს. მოღვაწე (1983). დაამთავრა თსუ-ის ფილოს. ფაკ-ტი (1957). მუშაობდა კინოსტუდია „ქართულ ფილმში" რეჟისორის ასისტენტად. მეორე რეჟისორად იმუშავა ფილმებზე: „წუთისოფელი" (1971), „თეთრი ქვები" (1972), „მზე შემოდგომისა" (1973) და სხვ. რ. გაბრიაძესთან ერთად დამდგმელ რეჟისორად მუშაობდა ფილმებზე: „კავკასიური რომანსი" (1975), „ლიმონის ტორტი", „მწვერვალთა დამპყრობნი" (ორივე 1977). დამოუკიდებლად გადაიღო სატელევიზიო მხატვრული ფილმები: „სათადარიგო ბორბალი" (1978), „ყვითელი ჩიტი" (1983) და სხვ.

ა. გვენცაძე