დარსალია ვლადიმერ (ძაძ) ხარიტონის ძე

დარსალია ვლადიმერ (ძაძ) ხარიტონის ძე [29. VIII (10. IX). 1898, სოფ. გუფი, ახლანდ. ოჩამჩირის მუნიციპალიტეტი, – 17. XII. 1977, სოხუმი], აფხაზი მწერალი.

1923 დაამთავრა სოხუმის პედ. ტექნიკუმი, 1928 – ყუბანის სახელმწ. პედ. ინ-ტი. 1928–59 მუშაობდა გაზ. „აფსნი ყაფშის" რედაქციაში, იყო გაზეთის პ/მგ მდივანი. პირველი ლექსი 1919 გამოაქვეყნა, პირველი პიესა „ხატი და ვნებანი" – 1928.

1954 გამოვიდა მისი მოთხრობების კრებული. დ-ს მნიშვნელოვანი კრებულებია „მოთხრობები და პიესები" (1954, 1959), „წყაროსთან" (1967), „რჩეული" (1970), „მოთხრობები" (1977); აგრეთვე მოგონებების წიგნი „ცხოვრებიდან", ვრცელი ისტ. მოთხრობა „მორევი" და სხვ.

თხზ.: მძევალი, თბ., 1968.

ლიტ.: აფხაზური ლიტერატურა, თბ., 1975; აფხაზური ლიტერატურა. ქრესტომათია, თბ., 1978.