დარჩიძეები

დარჩიძეები, სოფელი შუახევის მუნიციპალიტეტის შუბანის თემში (აჭარის არ), არსიანის ქედის განშტოებაზე, მდ. ჭირუხისწყლის (აჭარისწყლის მარცხ. შენაკადი) მარჯვ. მხარეს. ზ. დ. 1580 მ, შუახევიდან 31 კმ. 449 მცხ. (2002).

სოფლის სახელწოდება მოდის მკვიდრი მოსახლეობის გვარ-სახელისაგან დარჩი (დაჩი). დ-ში შემორჩენილია შუა საუკ. ნამოსახლარი (გოგლაურის უბანი) და გვიანდ. შუა საუკ. დაზიანებული ციხე მთისუბნის ციხის სახელწოდებით.

ი. სიხარულიძე