დასაბმელი

დასაბმელი, ს ა ბ მ უ რ ა, გამოცანის აჭარული სახელწოდება.

ძირითადად გავრცელებულია ზემო აჭარაში, ზოგჯერ იხმარება ზმნური ფორმითაც (დაბმა, აბამს). ტერმინს პირველად ყურადღება მიაქცია ჯ. ნოღაიდელმა.

ლიტ.: ნოღაიდელი ჯ., აჭარული გამოცანები, თბ., 1962; ქართული ანდაზები და გამოცანები. შეადგინეს და შენიშვნები დაურთეს ზ. თანდილავამ, ე. ზოიძემ, ე. დავითაძემ, ბათ., 1976.

ფ. ზანდუკელი