დასავლეთი კავკასიონი

დასავლეთი კავკასიონი, კავკასიონის მთათა სისტემის დასავლეთი ნაწილი, იალბუზის დასავლეთით. უმაღლესი მწვ. დომბაიულგენი (4046 მ).

დ. კ-ის ღერძულ ნაწილში კავკასიონის მთავარი ქედი აგებულია პალეოზოური კრისტ. ქანებით, გვერდითი ქედი – ძირითადად პალეოზოური დანალექი ქანებით. მთავარ ქედზე მნიშვნელოვანი მყინვარებია (ზოგიერთი მყინვარის სიგრძე 3,1 კმ აღწევს); დამახასიათებელია აგრეთვე რელიეფის ძველმყინვარული ფორმები.

დ. კ-ის ჩრდ. ნაწილში განვითარებულია კუესტები, სამხრეთში ინტენსიურად დაკარსტული იურული და ცარცული კირქვებით აგებული ქედებია (გაგრის ქედი, ბზიფის ქედი და სხვ.). დას. მონაკვეთი აგებულია ცარცული და პალეოგენური კარბონატული ფლიშით. დ. კ-ზე უმეტესად მთა-ტყისა და მთა-მდელოს, სამხრ. კალთის ქვედა ზონაში კი ხმელთაშუა ზღვის ტიპისა და კოლხ. სუბტროპ. ლანდშაფტებია.

დ. უკლება