დატირება, ქართული ზეპირსიტყვიერების ჟანრი, მიცვალებულის ტირილით გლოვა, მოთქმა-გოდება; გამოხატავს ჭირისუფალთა მწუხარებას.
დ. შეიძლება იყოს ინდივიდ. და ჯგუფური, ასრულებენ ქალებიც და მამაკაცებიც. ის იმპროვიზებულია, შემსრულებლები ხშირად იყენებენ ტრად. ლექსებს, აფორიზმებსა და ფრთიან გამონათქვამებს;
დ-ს უკავშირდება ფოლკლორული ჟანრები – საგმირო, სატრფიალო, სახოტბო ლექსები და სხვ. მისი სახეობებია: მოთქმა, ხმით ტირილი, ძახილით ტირილი, მოხსენიება.
ლიტ.: ს ი ხ ა რ უ ლ ი ძ ე ქ., სამგლოვიარო ლექსები, წგ.: ქართული ხალხური პოეტური შემოქმედება, [ტ.] 1, თბ., 1960; წ ე რ ე თ ე ლ ი ა., მოთქმით ტირილი, «დროება», 1875, № 85.
ნ. შამანაძე