დაუსწრებელი განათლება

დაუსწრებელი განათლება, წარმოებისაგან მოუწყვეტლად საშუალო და უმაღლესი კვალიფიკაციის სპეციალისტების მომზადება დაუსწრებელი სწავლების სისტემის საშ. და უმაღლეს სასწავლებლებში ან მათ დაუსწრებელ განყ-ბებსა და ფაკ-ტებზე.

სსრკ-ში 1938-მდე დ. გ-ის ქსელი ვითარდებოდა ერთიანი გეგმის გარეშე, არ იყო დადგენილი მსმენელთა მიღების რაოდენობა, სწავლების ვადა და სასწ. რეჟიმი. დაუსწრებელ სწავლებაში ჩაბმული მსმენელები არ იყვნენ უზრუნველყოფილი სათანადო სახელმძღვანელოებით, მეთოდური ხასიათის დამხმარე ლიტ-რითა და სასწ. პროგრამებით.

1938 წ. 29 აგვ. დადგენილებით დაწესდა დაუსწრებელი სწავლების შემდეგი ორგანიზებული ფორმები: 1. დაუსწრებელი განყ-ბები სტაციონარულ უმაღლეს სასწავლებლებთან; 2. დაუსწრებელ ინ-ტებში უმაღლესი განათლების მიღება დაუსწრებლად სხვადასხვა ფაკ-ტსა და სპეციალობაზე. უნ-ტებში, პედ. და სამასწავლებლო ინ-ტებში, სოც.- ეკონ. უმაღლეს სასწავლებლებში, ტექ. უმაღლეს სასწავლებლებში, სას.-სამ. უმაღლეს სასწავლებლებში, ტრანსპ. და კავშირგაბმ. უმაღლეს სასწავლებლებში ჩატარდა ბევრი საორიენტაციო ღონისძიება, მსმენელები განთავისუფლდნენ სწავლის ქირისაგან. ჩამოყალიბდა დაუსწრებელი პედ. ინ-ტი (შემდეგ შეუერთდა თსუ-ის დაუსწრებელ განყ-ბას). დროთა განმავლობაში დ. გ-ის ხვ. წ. განათლების სისტემაში იცვლებოდა. დაუსწრებელი სწავლების ზოგიერთი უმაღლესი ინ-ტი, განყ-ბა და ფაკ-ტი დაიხურა.

1996 დაუსწრებელი სწავლების განყ-ბა ჰქონდა შემდეგ უმაღლეს სასწავლებლებს: თსუ-ს, საქართვ. ტექ. ს.-ს. ორბელიანის სახ. პედ. საქართვ. აგრარ. უნ-ტებს, საქართვ. ზოოტექ. სავეტერინარო სასწ. კვლევით ინ-ტს, საქართვ. ფიზ. აღზრდისა და სპორტის აკადემიას, თბილ. ეკონ. ურთიერთობათა ინ-ტს, შოთა რუსთაველის სახ. ბათუმის, ქუთ. და ი. მუსხელიშვილის სახ. ქუთ. ტექ. უნ-ტებს, ი. გოგებაშვილის სახ. თელავის პედ. ინ-ტს, ცხინვალის პედ. ინ-ტის ქართ. სექტორს (გორი), საქართვ. სუბტროპ. მეურნ. (ქუთაისი), საქართვ. შოთა რუსთაველის სახ. თეატრისა და კინოს ინ-ტებს.

დაუსწრებელი სწავლების განყ-ბა მოქმედებდა აგრეთვე ჰუმანიტარული პროფილის ზოგიერთ კერძო სასწავლებელში. უმაღლესი განათლების შესახებ კანონის (2004) თანახმად, დ. გ-ის ქსელი საქართველოში გაუქმდა.

ნ. გორელაშვილი