დაფდაფი

დაფდაფი, დ ა ბ დ ა ბ ი, დიდი ზომის დასარტყამი (საცემელი) საკრავი, რომლის რკალზე მარჯვნივ და მარცხნივ ტყავია გადაკრული.

„დაფი – ესე არს გრკალი, ცალთა მხარეთა ეტრატი აკრავს საცემლად მროკავთათვის, ხოლო დაფდაფსა ორსავე მხარეს ეტრატი აქვს..." (ს.-ს. ორბელიანი). დ. გარკვეული სიმაღლის ბგერას არ იძლევა. მას აქვს სავსე, მძიმე, რბილი ხმა.

დ-ის ლითონის ცილინდრი დადგმულია სპეც. სადგომზე. „იკრეს ნობსა და დაბდაბსა, შეიქმნა ბუკთა ტკრციალი" (რუსთაველი), იხ. დოლი.