დაღალულა

დაღალულა, მინდორი ქართლში, გაღმამხარში.

ვახუშტი ბატონიშვილი საციციანოს აღწერისას დ-ს შესახებ წერს: „ხოლო კუალად წრომის ჩდილოს, მტკურის კიდესა ზედა, არს დ ა ღ ა ლ უ ლ ა  მ ი ნ დ ო რ ი და, ნაშენი და ფრიად ნაყოფიერი". დ-ს ვახუშტი იხსენიებს აგრეთვე XVIII ს. დასაწყისში დას. საქართველოში ფეოდ. ანარქიის ეპიზოდების გადმოცემისას.

1701, როდესაც ერეკლე I-მა გ.-მ. აბაშიძის წინააღმდეგ გაილაშქრა, რათა მისთვის ხეფინისხევი წაერთმია, მან ქართლ-კახეთის მხედრობას დ-ს მინდორზე მოუყარა თავი.

წყარო: ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973.

ზ. ცინცაძე