დაღვერილა

დაღვერილა, მთა საჩხერის მუნიციპალიტეტში, რაჭის ქედზე, მდ. თედელეთისწყლის სათავეში (ყვირილის აუზი). სიმაღლე ზ. დ. 2723 მ.

აგებულია ბაიოსური ტუფოგენური ქანებით. ქვედა კალთებზე წიფლნარი და მუქწიწვოვანი ტყეებია, ზემოთ – სუბალპ. და ალპ. მდელოები.