დაწყებითი სკოლა

დაწყებითი სკოლა, ქართული საეკლესიო-სამრევლო სკოლები (სიონის, ქაშვეთის, მეტეხის, ანჩისხატისა და სხვ.).

1778, გაიოზ რექტორის ხელმძღვანელობით, თბილისში დაარსდა რუს. ენის შემსწავლელი სკოლა, რ-მაც იარსება 1795-მდე (გაანადგურა აღამაჰმად-ხანმა თბილისის დარბევის დროს).

საერო დ. ს. საქართველოში იხსენიება 1801 შემდეგ. 1801–40 თბილ. გუბერნიაში მხოლოდ 4 დ. ს. გაიხსნა. მეფის რუსეთში კაპიტალ. ურთიერთობათა ზრდამ მის განაპირა მხარეებში დ. ს-ის რიცხვის მატება განაპირობა. 1900 დ. ს. უკვე ორი რიგისა იყო: დაბალი და მაღალი ტიპის.

1921 შემდეგ სახ. განათლების სისტემის გარდაქმნის შედეგად საქალაქო დ. ს. გამოიყო სწავლების ცალკე საფეხურად – ოთხწლედად და განისაზღვრა მისი შინაარსი, ამოცანები, საყოველთაო-სავალდებულო ხასიათი.

დ. ს., როგორც სახ. განათლების დამოუკიდებელი საფეხური, 1958 გაუქმდა და დარჩა განათლების დაწყებით კონცენტრად (სწავლების ვადა – 4 წელი). საქართვ. ეროვნ. სასწავლო გეგმა დ. ს-ს განიხილავს როგორც ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურს; სწავლების ვადა – 6 წელი.