დებედა

დებედა, მდინარე აღმოსავლეთ საქართველოში. სიგრძე 178 კმ, აუზის ფართ. 4,1 ათ. კმ².

სათავეს იღებს სომხეთში, ჯავახეთის ქედის სამხრ.-აღმ. კალთაზე, 2090 მ სიმაღლეზე. საქართვ. ტერიტორიაზე სოფ. სადახლოს (მარნეულის მუნიციპალიტეტი) მიდამოებში გამოდის და მარჯვნიდან ერთვის მდ. ხრამს.

წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირეა ზამთარსა და შემოდგომაზე. საშ. წლ. ხარჯი სოფ. სადახლოსთან 29,7მ³/წმ .

იყენებენ სარწყავად. დ-იდან გაყვანილია ლამბალოს არხი, სადახლოს არხი და სხვა არხები.