დედაბერა

დედაბერა, გუმბათისებრი მთა ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, მესხეთის ქედის აღმ. ნაწილში, მდ. ვახანისწყლის (ჩხერიმელის მარცხ. შენაკადი) სათავეში. სიმაღლე 1839 მ.

აგებულია მესამეულის ვულკანოგენური წყებებით. ქვედა კალთები შემოსილია კოლხ. ტყეებით, ზედა – მეორეული მდელოებით.