გიორგი ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესი

გიორგი ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესი (გ. დაახლოებით 1118), საქართველოს სამეფო კარის ვაზირი დაახლ. 1104–18, მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელის სახელოს პირველი მფლობელი, რუის-ურბნისის საეკლესიო კრების (1104) აქტ. მონაწილე და მეფის პოლიტიკის გამტარებელი. ქმედით მონაწილეობას იღებდა ქვეყნის მართვა-გამგებლობაში. მისი მცდელობითა და ხელმძღვანელობით სამეფოს შემოუერთეს სამშვილდე (1110) და რუსთავი (1115).

გ. ჭ. საქართველოში ყივჩაყთა ჩამოსახლების ერთ-ერთი მოთავე იყო. ამ მისიით იგი დავით აღმაშენებელთან ერთად ჩრდ. კავკასიაში გაემგზავრა, სადაც გარდაიცვალა. ვარაუდობენ, რომ დაკრძალულია გელათში, მეფეთა საძვალეში.

წყარო.: ცხოვრება მეფეთ-მეფისა დავითისი, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 1, თბ.,1955.

ლიტ.: ბ ე რ ძ ე ნ ი შ ვ ი ლ ი  ნ., სავაზირო ფეოდალურ საქართველოში, წგ.: საქართველოს ისტორიის საკითხები, წგ. 3, თბ., 1966; მეტრეველი რ., დავით IV აღმაშენებელი, მეფე თამარი, თბ., 2002; მისივე, 2004 წელი – რუის-ურბნისის 900 წლისთავი, თბ., 2002; ჯავახიშვილი ივ., ქართული სამართლის ისტორია, წგ. 2, ნაკვ. 1, ტფ., 1928.

რ. მეტრეველი