დასტურლამა

დასტურლამა, დ ა ს ტ უ რ ლ ა მ ა ლ ი (არაბ.- სპარს. დასთურ ალ-ამალ – ინსტრუქცია, გარიგება, მოქმედების წესი), სახელმწიფო სამართლის ძეგლის ზოგადი სახელწოდება გვიანდ. ფეოდ. საქართველოში. დ-მ დაიკავა ძვ. ქართ. „გარიგების წიგნის" ადგილი (იხ. დასტურლამალი მეფის ვახტანგისა).

დ. შედგება ცალკეული, ზოგჯერ სხვადასხვა დროის გარიგების წიგნებისგან, რ-ებშიც აღწერილია მოხელეთა უფლება-მოვალეობანი, სახელმწ. დაწესებულებათა აგებულება, საქალაქო წყობილება, გადასახადების რაოდენობა- სახეობანი და სხვ. 

ი. სურგულაძე