დედისფერული

დედისფერული, სოფელი ახმეტის მუნიციპალიტეტის საკობიანოს თემში (კახეთის მხარე), პანკისის ხეობაში, მდ. ალაზნის მარჯვ. მხარეს. ზ. დ. 800 მ, ახმეტიდან 19 კმ. 43 მცხ. (2002).

დ. წყაროებში პირველად XVIII ს-შია მოხსენიებული. სოფლის მახლობლად შემორჩენილია ფეოდ. ხანის ნასოფლარი, კოშკი, ეკლესია და მარნის ნაშთი.

დ. მუსხელიშვილი