დადიშქელიანები

გელოვან-დადიშქელიანების გერბი

დადიშქელიანები, დ ა დ ე შ ქ ე ლ ი ა ნ ე ბ ი, ფეოდალური საგვარეულო სვანეთში.

იხსენიება XIII– XIV სს-იდან. XVIII ს-ში დ-მა საბოლოოდ დაძლიეს თავიანთი მეტოქე რიჩგვიანები, დაიმორჩილეს ზემო სვანეთის დასავლეთი ანუ ბალსქვემო ნაწილი და შექმნეს პატარა სამთავრო, რ-ის ფაქტობრივი ფუძემდებელი ბაბაციოყი (გ. 1812) იყო.

შინააშლილობის გამო დ-ის სამთავრო XIX ს. 20-იან წლებში ორად გაიყო. 1833 დ-მა რუს. ქვეშევრდომობა მიიღეს. მეფის მთავრობამ ციოყი (მიხეილი) ჩუბეხევის, ხოლო თათარყანი (ნიკოლოზი) ეცერცხუმარბეჩოს მფლობელად ცნო. რუს. მფარველობაში შესული და თვითონ მართავდნენ თავიანთ სამფლობელოს და მეფის მოხელეებს ნაკლებად ემორჩილებოდნენ.

1841 მეფის არმიაში მყოფი ციოყი ჩრდ. კავკ. მთიელებთან ბრძოლაში დაიღუპა. თათარყანმა ციოყის მემკვიდრეების – კონსტანტინეს, ალექსანდრეს, ისლამის, თენგიზისა და ციოყის – მეურვეობის უფლება მოითხოვა, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია. თათარყანის გარდაცვალების (1850) შემდეგ, 1855, ისლამ და თენგიზ დ-მა მოკლეს თათარყანის მემკვიდრე ჯანსუღი. 1857 მეფის მთავრობამ სამთავრო გააუქმა და ჩუბეხევის დ. სამუდამოდ რუს. შორეულ გუბერნიებში გადაასახლა, ეცერ-ცხუმარ-ბეჩოს მფლობელ დ-ს კი ძვ. უფლებები ჩამოართვეს და რიგით მემამულეებად გამოაცხადეს.

ლიტ.: გ ა ბ ლ ი ა ნ ი  ე., ძველი და ახალი სვანეთი, ტფ., 1925; გ ა ს ვ ი ა ნ ი გ., სვანეთის საეკლესიო კრებათა მეორე მატიანე, «მაცნე». ისტ., არქეოლ., ეთნოგრ. და ხელოვნ. ისტორიის სერია, 1972, №2; მ ი ს ი ვ ე, დასავლეთ საქართველოს მთიანეთის ისტორიიდან, თბ., 1973.

გ. გასვიანი