დედული (სამართ. ისტ.), შუა საუკუნეების საქართველოში დედის უძრავ-მოძრავი ქონება, რომელიც მემკვიდრეობის უფლებით მის შვილებს გადაეცემოდა.
დ. შედგებოდა დედის მზითევისა და მონაგებისაგან, ანუ პირადი შრომა-გარჯილობით შეძენილი ქონებისაგან (მონაგებში ხშირად ნაყიდი ან ომში „ხმლით ნაშოები" ქონებაც იგულისხმებოდა).
მემკვიდრეობით მიღებული დ. ემატებოდა მამულს და მის შემადგენელ ნაწილად იქცეოდა.
ლიტ.: ჯ ა ვ ა ხ ი შ ვ ი ლ ი ივ., თხზულებანი თორმეტ ტომად, ტ. 7, თბ., 1984.
ი. ფუტკარაძე