დევის ნამუხლარი

დევის ნამუხლარი, დ ე ვ ი ს - ნ ა მ უ ხ ლ ი, ადგილი მუხათგვერდის ქვემოთ; კლდე, რ-იც კეტავდა თბილისიდან ძეგვისკენ მიმავალ გზას.

1561 აპრილში ქართლის მეფე სიმონ I თბილისის გასათავისუფლებლად ემზადებოდა და ციხედიდთან ქართლ-კახეთის ლაშქარი შეკრიბა. ბანაკის დასაცავად დ. ნ-თან იდგნენ გუშაგები, რ-თაც ფარეშა გერმანოზიშვილი მეთაურობდა.

6 აპრ., აღდგომის ღამეს, ქართვ. გუშაგები მუხათგვერდში ავიდნენ წირვაზე. ამით ისარგებლეს ყიზილბაშებმა და მოულოდნელად დაეცნენ სიმონის ლაშქარს. ქართველები დამარცხდნენ. იხ. აგრეთვე ციხედიდის ბრძოლა 1561.

ლიტ.: თბილისის ისტორია, ტ. 1, თბ., 1990.